უექსპონატო: უწყვეტი დინება
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
უწყვეტი დინება სხეულის თავისუფლების, შეხებისა და შეგრძნების, სიცარიელისა და განმარტოების, გადალახვისა და გაუცხოების იმპულსებია. აბრეშუმის მუზეუმი თავისი მრავალწლიანი ისტორიით „ცოდნის სახლად“ აღიქმება, რეაბილიტაციის ეტაპზე კი, ის „უექსპონატოდ“, შეფუთული არტეფაქტებითა და კოლექციებით წარდგა მნახველის წინაშე. ნახატის, ხმის, ციფრული გამოსახულებისა და ტექსტის შრეების გამოკვლევით, ამ ექსპერიმენტმა სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების მქონე ხელოვანები შემოქმედებითი დინების შეგრძნებით არეალში გააერთიანა.
მონაწილეები: ლიზა კვანტალიანი, თამა კვანტალიანი, ლევან მანჯავიძე, სავლე შუბლაძე, დავით ჩიხლაძე.
კურატორი: მარიამ შერგელაშვილი
*Covid 19 პანდემიის რეგულაციებისა და შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გამოფენაზე დასწრება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ვიზიტორებისთვის იყო შესაძლებელი