ძალიან გაბრაზებული მუხლუხო: ტონია მელნიკისა და მაშა რავლიკის სახელოვნებო პროექტი

ღონისძიება
17.05.23 - 18.05.23
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია
რამდენი ათასი სიკვდილი მიჰყვება აბრეშუმის კაბის მატარებელს?
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა მიმდინარე სამწლიანი სარეაბილიტაციო პროცესის მანძილზე, მუზეუმის სარდაფში პირველ საჯარო ღონისძიებას უმასპინძლა. მუზეუმში მიმდინარე რეზიდენციის მონაწილე ხელოვანებმა და აქტივისტებმა, ტონია მელნიკმა და მაშა რავლიკმა მოაწყვეს ერთდღიანი ტექსტილის გამოფენა და შეხვედრა. ხელოვანებმა გადაწყვიტეს თავიანთი სარეზიდენციო პროექტის ფარგლებში ესაუბრათ აბრეშუმის წარმოების პრობლემურ ასპექტებზე, გამოეკვეთათ ეს ფაქტები და გაეხადათ ისინი დაუვიწყარი. მათი ნამუშევარი მნიშვნელოვანი შენაძენი გახდა მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების არქივში.
 
როდესაც მაშა 11 წლის იყო, მან მოინახულა ბატიკის ნივთების გამოფენა. ხელოვანი ამ ექსკურსიიდან რამდენიმე ფრაგმენტს იხსნებს: მაგალითად, იმას, თუ როგორ ათავსებენ პარკს საპნიან წყალში და ამ დროს ჭუპრი კვდება. რამდენი ათასი სიკვდილი მიჰყვება აბრეშუმის კაბის მატარებელს? აბრეშუმის მუზეუმის კოლექციის კვლევისას ტონია შოკირებული იყო არა მხოლოდ აბრეშუმის წარმოების სისასტიკით, არამედ ადამიანური და ბუნების რესურსების ექსპლუატაციითაც.
 
მხარდამჭერები: CEC ArtsLink - Art Prospect Network-ის სახელოვნებო რეზიდენციების პროგრამის ფარგლებში