SERI(A) 2: აბრეშუმი არსებითი სახელია
წელი: 2022
ენა: EN / GE
ISBN 978–3–95905–626–7

თხზულებაში „აბრეშუმი, სამყარო, ენა და გული“  ინგერ ქრისტენსენი წარმოგვიდგენს თავის „Ars Poetica“-ს. კერძოდ, ის გულისხმობს ჩინელი პოეტის, მხედართმთავრისა და პოლიტიკოსის, ლუ ჩის (261-303) თხზულებას, რომელიც  შთაგონების წყაროა არა მხოლოდ მისთვის, არამედ მეოცე საუკუნის მრავალი სხვა პოეტისთვისაც. წიგნში „ვენ ფუ“ ლუ ჩი ლექსად გადმოსცემს  თავის შეხედულებებს პოეზიაზე და გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პოეზია, პირველ რიგში, ასახავს „არსებობის საწყისს“ (სტივენ ოლსონი) და არა უკვე არსებულ სამყაროს. ამ თვალსაზრისით, ქრისტენსენი აბრეშუმის მნიშვნელობას და აბრეშუმის ჭიის მიერ მის წარმოქმნას  მეტაფორული ენის მიღმა განიხილავს. ეს გამოქვეყნებული  ნაშრომი ლაბორატორიის ფოტოსურათებთან ერთად, რომლებზეც აბრეშუმის ჭიის სიცოცხლის ციკლია დოკუმენტურად ასახული, სპეციფიკურ კონტექსტში გვიჩვენებს ამ მოვლენას და ამით ერთგვარ საჯარო განაცხადს აკეთებს ამ ახალი გამოცემის SERI(a)-ს ღია და ექსპერიმენტული ხასიათის შესახებ.

 

რედაქტორი: ნინა ახვლედიანი, ნინო კუპრავა, ოლაფ ნიკოლაი, სალომე ფაჩუაშვილი
ტექსტი: ინგერ ქრისტენსენი, ლუჩი, ნინო კუპრავა, სალომე ფაჩუაშვილი
დიზაინი და კონცეფცია: ოლაფ ნიკოლაი და ჰელმუტ ფოლტერი
ფოტოსურათები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის არქივი
დიზაინერი: ჰელმუტ ფოლტერი
ფორმატი: 19.5 x 29.5 სმ
გვერდების რაოდენობა: 52

გამომცემლობა:
სპექტორ ბუქსი ჰარკორშტრასე 10
D-04107 ლაიფციგი, გერმანია www.spectorbooks.com

თანაგამომცემლობა:
კონა წიგნები წინამძღვრიშვილის ქ. 49
0102 თბილისი, საქართველო 115 www.konabooks.ge