მუზეუმის გახსნა

ამბავი
09.10.24
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია
თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რადგან მუზეუმის შენობის საძირკველი ზუსტად 135 წლის წინ, 1889 წლის 9 ოქტომბერს გაიჭრა.

ოთხწლიანი სრული რეაბილიტაციის შემდეგ, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 2024 წლის 9 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.

თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რადგან მუზეუმის შენობის საძირკველი ზუსტად 135 წლის წინ, 1889 წლის 9 ოქტომბერს გაიჭრა.


კავკასიის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი წარმოადგენს უნიკალურ ინსტიტუციას, რომელიც ინახავს და ავითარებს საქართველოში მეაბრეშუმეობის შესახებ დაგროვილ ცოდნას.


გახსნის ღონისძიებაზე, რომლის მთავარი მხარდამჭერია ფრანკოფონი მერების საერთაშორისო ასოციაცია (AIMF - Association internationale des maires francophones ), განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუზეუმის მემკვიდრეობასა და მის თანამედროვე მნიშვნელობას. AIMF თბილისის განვითარების ფონდთან ერთად მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის თანადამფინანსებელიცაა.


აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი მეაბრეშუმეობის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს და თანამედროვე ინტერპრეტაციით ავითარებს, საზეიმო გახსნისათვის წარმოდგენილი იყო ისტორიული კოლექციების განახლებული ექსპოზიცია და თემატური დროებითი გამოფენები, რომლებითაც დამთვალიერებელმა გაიცნო მუზეუმის რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელებულ მნიშვნელოვანი კვლევითი პროექტები. 



მადლობა მუზეუმის თითოეულ მეგობარს, მხარდამჭერსა და გულშემატკივარს, ჩვენი სიხარულის გაზიარებისათვის. 

 

*ფოტოები გადაიღო გიორგი ინდუაშვილმა. 

გალერეა