კონსტანტინე მათეს ძე ზანისი (1864-1947) ფოტოგრაფის შემოქმედების ისტორიული მიმოხილვა
ავტორი: ნინო ძანძავა
წელი: 2023
ენა: GE/EN/FR

კონსტანტინე მათეს ძე ზანისი (1864-1947) ფოტოგრაფის შემოქმედების ისტორიული მიმოხილვა (PDF)

 

ნინო ძანძავა 2001-2006 წწ. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში / სამაგისტრო ხარისხი კინომცოდნეობაში. 2010-2011 წწ. სწავლობდა ლ. ჯ. სელზნიკის სახელობის კინოს პრეზერვაციის სკოლაში (George Eastman Museum. როჩესტერი, აშშ). საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში მუშაობისას განახორციელა ფილმების კონსერვაციის რამდენიმე პროექტი. არის ქართული კინოს ისტორიისა და საქართველოში ადრეული ფოტოგრაფიის ისტორიის შესახებ გამოცემული რამდენიმე წიგნის ავტორი, თანაავტორი და სამეცნიერო რედაქტორი. თანამშრომლობს უცხოენოვან აკადემიურ ჟურნალებთან. 

 

ტექსტი შეიქმნა მუზეოგრაფიის პროექტის კვლევითი ნაწილის ფარგლებში და განხორციელდა  „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაცია“ (“AIMF”)-ის დაფინანსებით.