თანმდევი ექო: მეაბრეშუმეობის არქიტექტურა
გამოფენა
- ორშ.: closed
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: closed
გამოფენაზე წარმოდგენილია გაციფრულების პროცესის შედეგად შერჩეული მუზეუმის საარქივო მასალა და ასევე მის პარალელურად შემუშავებული პუბლიკაციის, "სერი (ა)"-ს გამოცემების დოკუმენტაცია.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საარქივო მასალა - მინის ნეგატივების კოლექცია - ბაქოს გოეთეს ცენტრის მხარდაჭერით სრულად გაციფრულდა 2021 წელს, გერმანელი ხელოვანის ოლაფ ნიკოლაისა და კურატორ ნინა ახვლედიანის ხელშეწყობით. ამ თანამშრომლობის შედეგად ვიზუალურმა ხელოვანმა ოლაფ ნიკოლაიმ, მუზეუმის სხვადასხვა ტიპის საგამომცემლო აქტივობაზე მორგებული პლატფორმა SERI(a) შექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოს აღარ გააჩნია აბრეშუმის ინდუსტრია, ქვეყნის მეაბრეშუმეობის წარსულის კვლევამ და შესწავლამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. როგორც თავად კოლექცია, ისე ამ გამოფენისთვის შერჩეული საარქივო მასალა, უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში აბრეშუმის მეწარმეობასთან დაკავშირებული კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიმართებების საკვლევად.
გამოფენაზე წარმოდგენილია გაციფრულების პროცესის შედეგად შერჩეული მუზეუმის საარქივო მასალა და ასევე მის პარალელურად შემუშავებული პუბლიკაციის, "სერი (ა)"-ს გამოცემების დოკუმენტაცია.
ექსპოზიცია შეიცავს 2021 წელს გოეთეს ინსტიტუტში განხორციელებული გამოფენის „თანმდევი ექო: მეაბრეშუმეობის არქიტექტურა“ მასალას და მუზეუმის განახლებულ საგამოფენო სივრცეში ადაპტირებულადაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია იტალიელი ფოტოგრაფის, ჯოვანა სილვას, ფოტომასალა, სადაც აღბეჭდილია მუზეუმის ინტერიერი და ექსტერიერი რეაბილიტაციის დაწყებამდე. მუზეუმის შენობის სრული რეაბილიტაციისა და აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს მასალა ფასდაუდებელ არქივად იქცა.
იდეის ავტორები: ნინა ახვლედიანი და ოლაფ ნიკოლაი
კურატორი: ნინა ახვლედიანი
ფოტოები: ჯოვანა სილვა
გამოფენის დიზაინი: ჰელმუტ ფოლტერი, ნინა ახვლედიანი და ოლაფ ნიკოლაი
პოსტერები: ოლაფ ნიკოლაი და ჰელმუტ ფოლტერი