აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი დროებით დახურულია დამთვალიერებლებისთვის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.
სამშაბათი: 11:00-18:00
ოთხშაბათი: 11:00-18:00
ხუთშაბათი: 11:00-18:00
პარასკევი: 11:00-18:00
შაბათი: 11:00-18:00
კვირა: 11:00-18:00

გამოფენა საშუალებას გაძლევთ იხილოთ სრული პროცესი აბრეშუმის ჭიიდან დაწყებული მზა ქსოვილამდე

ნიჟარების გამოფენა არის კერძო კოლექცია, რომელიც ეკუთვნის ვალერი პეტროვს, კოლექციაში დაცულია ათასამდე ნიჟარა მსოფლიოს სხვადასხვა ზღვებიდან და ოკეანეებიდანსხვადასხვა ზღვიდან და ოკეანიდან
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი დროებით დახურულია დამთვალიერებლებისთვის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო
ბილეთის შეძენა შესაძლებელია ადგილზე.
ზრდასრული – 5 ლარი
სტუდენტი – 2 ლარი
მოსწავლე – 2 ლარი
მუზეუმი უფასოა – 6 წლამდე ბავშვებისთვის, ICOM-ის წევრებისა და მუზეუმების თანამშრომლებისთვის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და სოციალურად დაუცველი პირებისათვის.
სასკოლო პროგრამა
ფერების ძალა
პროგრამა დაფუძნებულია მუზეუმში დაცულ ბუნებრივი საღებავების კოლექციაზე, მონაწილეები ნახავენ ბუნებრივ და ქიმიურ საღებავებს, ისაუბრებენ ძირითად, დამატებით და მათი შერევით მიღებულ ფერებზე, პრაქტიკულ ნაწილში კი დაამზადებენ ოპტიკურ სანიშნს, და დაურიგდებათ სამახსოვრო ბუკლეტები.
პროგრამა გათვლილია – 6 დან 15 წლამდე ბავშვებისთვის

4 სიცოცხლე
პროგრამის ფარგლებში სკოლებს აქვთ შესაძლებლობა მოაწყონ გასვლითი გაკვეთილი მუზეუმში, გაეცნონ აბრეშუმის პეპლის სასიცოცხლო ციკლს ვიზუალურ მასალასთან ერთად და ჩაერთონ სახალისო-შემეცნებით აქტივობაში.
პროგრამა გათვლილია – 6 დან 13 წლამდე ბავშვებისთვის

წყალქვეშა თავგადასავალი
ნიჟარების კოლექციაზე დაფუძნებული სასკოლო-საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 2 ნაწილიანია, პირველ ნაწილში მონაწილეები გაეცნობიან ნიჟარების იდუმალ ცხოვრებას, ხოლო პროგრამის მეორე ნაწილში ითამაშებენ სახალისო-შემეცნებით თამაშს და ასევე შექმნიან საკუთარ ნიჟარების კოლექციას.
პროგრამა გათვლილია – 6 დან 12 წლამდე ბავშვებისთვის

ცურუ მზის სამშობლოდან
პროგრამა შეეხება დიდ აბრეშუმის გზასა და იაპონურ ტრადიციულ სამოსს- კიმონოს, მონაწილეები თერიულ ნაწილში გაეცნობიან კიმონოს შემადგენელ ნაწილებს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში ითამაშებენ სახალისო- შემეცნებით თამაშს და დაამზადებენ იაპონური ტექტინიკა – ორიგამით კიმონოს.
პროგრამა გათვლილია – 11 დან 15 წლამდე ბავშვებისთვის

მონაწილეთა რაოდენობა – 5-30 ბავშვი
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
საკონტაქტო ნომერი: 2 34 09 63
პროგრამის ღირებულება:
ბავშვი – 5 ლარი.
მშობელი – 3 ლარი.
მასწავლებელი – უფასო
სიახლეები
კონკურსი ხელოვანებისთვის/
ძველი იდეების ახალი ლექსიკონი
პროექტი „ძველი იდეების ახალი ლექსიკონი“ (The New Dictionary of Old Ideas)
კონკურსი საქართველოში მოღვაწე ხელოვანებისთვის

„ძველი იდეების ახალი ლექსიკონი“ მოიცავს საერთაშორისო თანამშრომლობას, კერძოდ, გაცვლითი სახელოვნებო რეზიდენციების პროგრამას და მოძრავი გამოფენების გამართვას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. გამოფენის კურატორები: ალბა ფოლგადო და დათა ჭიღოლაშვილი.
პროექტის მთავარი თემაა ცენტრალური ევროპა – ფორმირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც საუკუნეთა მანძილზე გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტით ბევრჯერ შეიცვალა. ის შეეხება რეგიონული იდენტობის საკითხებს, რომლებიც დამუშავებული და განვითარებული იქნება უფრო უნივერსალურ/ზოგად დონეზეც.
სამუშაო ენა არის ინგლისური. დეტალური ინფორმაცია პროექტისა და კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე. →
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2019 / 18:00 საქართველოს დროით.
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მისამართზე: silkmuseum.tbilisi@gmail.com
პროექტის ორგანიზატორი
MeetFactory (პრაღა)
პარტნიორი ორგანიზაციები
Trafostacja Sztuki in Szczecinie (შჩეცინი)
hablarenarte (მადრიდი)
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის თანადაფინანსებით.
საახალწლო სასკოლო –
საგანმანათლებლო ვორქშოფი

აბრეშუმის მუზეუმში უკვე საახალწლო სამზადისი დაიწყო.
4 დეკემბრიდან აბრეშუმის მუზეუმი გაძლევთ საშუალებას დაესწროთ სხვადასხვა ასაკზე მორგებულ სასკოლო – საახალწლო პროგრამებს.
პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ აბრეშუმის პარკების გამოყენებით საკუთარი ხელით დაამზადონ სხვადასხვა საახალწლო ატრიბუტი და მოისმინონ საინტერესო ამბები საახალწლო ტრადიციების შესახებ.
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია: 322 34 09 63
საახალწლო სუვენირების
ვორქშოფი

თქვენ, ვისაც ხელნაკეთი აქსესუარები მოგწონთ და განსაკუთრებით მაშინ, როცა ის თქვენივე ხელითაა დამზადებული, აბრეშუმის მუზეუმი გაძლევთ შესანიშნავ შანსს გამოსცადოთ საკუთარი თავი ხელმარჯვეობაში და ახალ წელს შეხვდეთ საკუთარი ხელით დამზადებული ულამაზესი სუვენირებით.
აბრეშუმის მუზეუმი გთავაზობთ “საახალწლო სუვენირების დამზადების ვორქშოფს”, რომლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა ქსოვილის გამოყენებით საკუთარი ხელით დაამზადონ განსაკუთრებული დიზაინის ქისა.
ვორქშოფები ჩატარდება 7, 8, 14, 15, 21 და 22 დეკემბერს, 15:00-17:00 საათებში
მონაწილეთა რაოდენობა: 6 ადამიანი
მონაწილეთა ასაკი: 18+
ვორქშოფის ღირებულება: 20 ლარი
ვორქშოფში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: 032 234 09 63 (რეგისტრაციისას, გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თარიღი).
მოსწავლე
გიდი

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გრძელდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა „მოსწავლე გიდი“.
პროგრამის ფარგლებში, 166-ე და მე-18 საჯარო სკოლის X – XI კლასის მოსწავლეები მუზეუმში გაუძღვებიან ტურებს, უმასპინძლებენ თავისი ასაკის დამთვალიერებლებს და შესთავაზებენ სახალისო-შემეცნებით აქტივობებს.
- პროგრამა ჩატარდება 2-ჯერ, 5 დეკემბერს და 12 დეკემბერს.
- მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX-XI კლასის მოსწავლეებს
- მონაწილეთარაოდენობა – 15-20 მოსწავლე
- პროგრამისღირებულება – უფასო
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება
https://docs.google.com/…/1ervITD3e2vhRIxyq6-mHG52JNSf…/edit
(შერჩეულ ჯგუფს დაუკავშირდება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი)
აბრეშუმის მუზეუმების საერთაშორისო კონფერენცია

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 15-17 ნოემბერს ვალენსიაში გაიმართა.
კონფერენციაზე აბრეშუმის მუზეუმის დირექტორმა ნინო კუპრავამ წარადგინა თემა „მეაბრეშუმეობა საქართველოში და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი“.
კონფერენციაზე განხილული იყო დიდი აბრეშუმის გზის ისტორიული მნიშვნელობა, აგრეთვე მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმების ისტორია, თანამედროვე მდგომარეობა და გამოწვევები და ა.შ. კონფერენციის ფარგლებში მუზეუმებს შორის დაისახა სამომავლო თანამშრომლობითი პროექტები.