english
ალექსანდრე შიმკევიჩი
კავკასიის სააბრეშუმო სადგურის მთავარი შენობის, ისევე როგორც მთელი კომპლექსის აღმშენებელი, თბილისში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩია.

ალექსანდრე შიმკევიჩი XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის არაერთი არქიტექტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და სტილისტურად მრავალფეროვანი საზოგადოებრივი თუ საცხოვრებელი დანიშნულების შენობის ავტორია. მათ შორის - სასამართლო პალატა და საოლქო სასამართლო, სამუსიკო სკოლა (ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია), საარტისტო წრე (რუსთაველის თეატრი, არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად), ანდრეოლეტის სახლი და სხვა.

ქვის მაღალ ცოკოლზე მდგომ შენობას შეულესავი წითელი აგურის ფასადები, შუა რიზალითზე მიდგმული დიდი პორტიკი და ცენტრალური ნაწილის გადამხურავი მანსარდა გამოარჩევს.
 
13 იანვარი, 2017
No vayas sola, Remedios!"  - "მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!" მხატვრისა და თიხის არტისტის ლია ბაგრატიონისა და კურატორ მაგდა გურულის თანამშრომლობის შედეგია. გამოფენა, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო, მუზეუმში შემუშავებული და განხორციელებული გრძელვადიანი პროგრამის "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ბოლო პროექტია. გამოფენა გაიხსნება 2017 წლის 28 იანვარს. ვრცლად >>
13 ოქტომბერი, 2016
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 2016 წელს მომზადდა საგანმანათლებლო პროგრამა "4 სიცოცხლე" სპეციალურად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მეოთხე კლასელებისათვის. პროგრამა ეფუძნება სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ თემას - მწერის ოთხეტაპიანი სასიცოცლო ციკლი. 





ვრცლად >>
9 სექტემბერი, 2016
"ღამის ინტერვენცია" 
16:00-22:00 
9-10; 16-17; 23-24 სექტემბერი 
 

 
 უტა ბექაიასა და ლევან მინდიაშვილის "ღამის ინტერვენცია" აბრეშუმის მუზეუმში გაგრძელდება 30 სექტემბრამდე. გამოფენის სპეციფიკიდან გამომდინარე, სექტემბრის თვეში პარასკევსა და შაბათს მუზეუმი ცვლის სამუშაო გრაფიკს. 
მუზეუმი 9-10; 16-17; 23-24 სექტემბერს იმუშავებს 16:00 - 22:00 საათებში. 
 
 
ვრცლად >>