english
წყალქვეშა თავგადასავალი
4 სიცოცხლე
ცურუ მზის სამშობლოდან
"წყალქვეშა თავგადასავალი" ნიჟარების კოლექციაზე დაფუძნებული საგანმანათლებო პროგრამაა. ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილეები წარმოსახვითად იმოგზაურებენ ნიჟარების იდუმალ სამყაროში და გაეცნობიან საინტერესო ისტორიებს მათ შესახებ, ასევე აღმოაჩენენ კავშირს აბრეშუმის მუზეუმსა და ნიჟარების კოლექციას შორის. პროგრამის მეორე ნაწილში მონაწილეები ითამაშებენ სახალისო-შემეცნებით თამაშს და ასევე შექმნიან საკუთარ ნიჟარების კოლექციას. 
პროგრამა გათვლილია I-VII კლასის მოსწავლეებზე.  
პროგრამის ღირებულება: 
ბავშვი -  5 ლარი.
მშობელი - 3 ლარი. 
მასწავლებელი - უფასო     
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
საკონტაქტო ნომერი: 598 26 06 86; 2 34 09 63      

 
აბრეშუმის მუზეუმში 2016 წლის ოქტომბრიდან დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროგრამა "4 სიცოცხლე" სპეციალურად  მეოთხე კლასელებისთვის, რომელიც ეფუძნება სასკოლო პროგრამაში გათვალისწინებულ თემას - მწერის სასიცოცხლო ციკლი. 
პროგრამის ფარგლებში სკოლებს აქვთ შესაძლებლობა მოაწყონ გასვლითი გაკვეთილი მუზეუმში, გაეცნონ აბრეშუმის პეპლის სასიცოცხლო ციკლს ვიზუალურ მასალასთან ერთად და ჩაერთონ სახალისო-შემეცნებით აქტივობაში. 
პროგრამის ღირებულება:
ბავშვი -  5 ლარი.
მშობელი - 3 ლარი. 
მასწავლებელი - უფასო 
სურვილის შემთხვევაში პროგრამაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს. 
აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
საკონტაქტო ნომერი: 598 26 06 86; 2 34 09 63      
 
ცურუ მზის სამშობლოდან", დაფუძნებულია მუზეუმში დაცულ იაპონურ კიმონოსა და სხვადსხვა იაპონურ ექსპონატებზე. 
პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია: 
1. თეორიული ნაწილი - მონაწილეები ეცნობიან აბრეშუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას, სადაც წარმოსახვით იმოგზაურებენ დიდი აბრეშუმის გზის გასწვრივ - გაეცნობიან იაპონიას, ამ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ტრადიციულ იაპონურ სამოსს - კიმონო, გაეცნობიან მის სხვადსხვა სახეობას, მისი ჩაცმის წესებს და საინტერესო ამბებს კიმონოს შესახებ. 
3. სახალიხო ვიქტორინა - სპეციალური შემეცნებით გასართობი თამაში, რომლითაც მონაწილეები უკეთ დაიმახსოვრებენ მოსმენილ ინფორმაციას. 
4. ორიგამის კიმონო - პროგრამის ამ ნაწილში მონაწილეები საკუთარი ხელით დაამზადებენ ორიგამის კიმონოს, რომელსაც სამახსოვროდ წაიღებენ. 
პროგრამის მიზანია:
  • დიდი აბრეშუმის გზისა და აბრეშუმის მუზეუმის ურთიერთკავშირის წარმოჩენა
  • იაპონური ტრადიციული სამოსის შესახებ ცოდნის გაღრმავება
  • შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით ბავშვებისთვის აბრეშუმთან და იაპონურ კიმონოსთან დაკავშირებული ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალის მიწოდება.           
პროგრამა მოიცავს:
  • სასკოლო პაკეტს 
  • საოჯახო პაკეტს
სასკოლო პაკეტი: ღირებულება
ბავშვი - 5 ლარი; მშობელი - 3 ლარი; მასწავლებელი -უფასო 

საოჯახო პაკეტი: ღირებულება 
ბავშვი - 5 ლარი; მშობელი - 2 ლარი 

პროგრამა მოქმედებს ყოველდღე, ორშაბათის გარდა. 
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. 
საკონტაქტო ნომერი: 598 26 06 86; 2 34 09 63