english
მარტო ნუ წახვალ     რემედიოს
მე-5ოთახი
მმმ
2017 წლის 28 იანვარს, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში პროექტის "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ფარგლებში გაიხსნა არტისტ - ლია ბაგრატიონისა და კურატორის მაგდა გურულის ერთობლივი გამოფენა ¡No vayas sola, Remedios! მარტო ნუ წახვალ, რემედიოს! - რომლის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის 15 ოქტომბრიდან მიმდინარეობს მუზეუმში. 

პროექტის სათაური "მარტო ნუ წახვალ რემედიოს!", რამდენამდე თავისუფალი მინიშნებაა მაგიურ რეალიზმზე. აბრეშუმის პარკად გადაქცეული ავტორის სხეული, რომელსაც მაყურებელი საბოლოოდ მინის ვიტრინაში თიხის ობიექტის სახით ნახავს, თითქოს თვითნებურად ეწერება მარკესის ლიტერატურული პერსონაჟების ექსტრაორდინალური სხეულების სიაში: იქნება ეს ცაში სარეცხთან ერთად გაფრენილი მშვენიერი ქალი, თუ კაცი რომელსაც თავზე პეპლები ეხვევიან.

პროექტი ¡No vayas sola, Remedios! ჭიის პეპლად გადაქცევის საილუსტრაციოდ აქცენტს თიხის სახეცვლილებების შედეგად მიღეულ საბოლოო პროდუქტსა და ამ პროდუქტის შექმნის პროცესზე აკეთებს. თიხის მეტამორფოზას მაყურებელი მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში განთავსებულ ვიდეოპროექციაზე ხედავს. 

¡No vayas sola, Remedios - ის ექსპოზიცია მუზეუმის ფუნქციას იმეორებს და ცდილობს, მაყურებელს თიხის მეტამორფოზის ყველა ეტაპი აჩვენოს - დაწყებული საწყისი მასალის თეთრი თიხის დამუშავებიდან და დასრულებული იმ საბოლოო პროდუქტით რომელიც მუზეუმის ცენტრაური დარბაშია გამოფენილი. 

გამოფენა დახურვა: 2017 წლის 18 თებერვალი. 

¡No vayas sola, Remedios! / მარტო ნუ წახვალ, რემედიოს! - პროექტის "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ბოლო პროექტია. პროგრამა ხორციელდება ს"სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურილი რეგიონალური პროექტის" ფარგლებში და მის მართვას უზრუნველყოფს კულტურისსა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისი (SCO) ფინანსური მხარდაჭერით. 


 
"მე-5 ოთახი" - ნინო ჩუბინიშვილის - ჩუბიკას პერსონალური გამოფენა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში. 
მე-5 ოთახი 2017 წლის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსის "თბილისსა და რეგიონებში გამოფენების ხელშეწყობა" - ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.  
ექსპოზიცია სპეციალურად მომზადდა აბრეშუმის მუზეუმის სივრცესთან კავშირში, სადაც წარმოდგენილი არის ავტორის მიერ სხვადსხვა მედიაში შესრულებული ახალი ნამუშევრები. ავტორი მოგვითხრობს გარდასახვისა და ტრანფორმაციის პროცესს ყოფითიდან წარმოსახვით რეალობამდე. ამ პროცესს აღწერს მხატვრის მიერ სკულპტურებით, ბგერებით, ინსტალაციებით და პროექციით წარმოდგენილი ექსპოზიცია. 
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგილიათ ეწვიოთ მხატვრის პირად გვერდს http://chubika.com